ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

“Wealth Management” არის საინვესტიციო კომპანია.
ჩვენი ყველა პროექტი უნიკალურია, რომელზეც როგორც ქართველი, ისე უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ.სპეციალისტები მუდმივად ცდილობენ, რომ შეარჩიონ საუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ჩვენ ვქმნით გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ინფრასტრუქტურას, რომელიც მორგებულია ქალაქის იერსახეზე. ყველა მშენებლობა მიმდინარეობს ევროპული, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით.
ახალგაზრდა, კრეატიული გუნდი მუდმივად ცდილობს მობინადრეები ჩართოს სამშენებლო პროცესში, შეუქმნას სასურველი, მყუდრო გარემო და მათი მოთხოვნის მიხედვით დაგეგმოს ინდივიდუალური დიზაინი.
ჩვენი პრიორიტეტი არა მარტო სასიამოვნო და უსაფრთხო რეკრეაციული ზონების შექმნაა, არამედ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობებიც, რაც გულისხმობს პროდუქტის შეძენის შემდეგ თანამშრომლობას, მხარდაჭერასა და სასურველი დიზაინის შექმნას.
კომპანიას აქვს: ექვსი დასრულებული , სამი მიმდინარე და ასევე რვა სამომავლო პროექტი. ჩვენ უკვე გვყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ სხვა ახალ პროექტებშიც, რაც სამომავლო წარმატების გარანტიას გვაძლევს.
ინვესტიციების კუთხით, ჩვენი ინტერესი რამდენიმე სფეროსკენ არის მიმართული: სამშენებლო, დეველოპერული, ტექნოლოგიები,სასტუმროები და საავადმყოფოები.

საინვესტიციო კომპანია ველს მენეჯმენტი მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე. კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

  • დეველოპმენტი

  • მშენებლობა

  • უახლოესი ტექნოლოგიური გადაწყვეტა

  • ენერგეტიკა

  • სასტუმროები