„ველს მენეჯმენტი“ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა

„ველს მენეჯმენტი“  ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა
„ველს მენეჯმენტი“ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა

10 თებერვალს მედია ჰოლდინგ თბილისელების საიუბილეო ღონისძიების ცერემონიალზე, ლოკალური მონიტორინგისა და გამოკითხვების შედეგად კომპანია „ველს მენეჯმენტი“ დააჯილდოვეს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

საინვესტიციო კომპანია ველს მენეჯმენტი  2013 წლიდან მოყოლებული აერთიანებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა:

  • დეველოპმენტი
  • მშენებლობა
  • საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების მართვის ჯგუფი

სამედიცინო მიმართულებით ველს მენეჯმენტი გეგმავს რამოდენიმე პროექტის განხორციელებას. ამჟამად კომპანია არის ჯოენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი.

ველს მენეჯმენტი ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და სწორედ ამიტომ, სამომავლო გეგმად განიხილება სასტუმროს აშენება კახეთის რეგიონში, კერძოდ ყვარელში.