საცხოვრებელი კომპლექსი "ვივა ბაგები" ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

საცხოვრებელი კომპლექსი
საცხოვრებელი კომპლექსი "ვივა ბაგები" ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

საინვესტიციო კომპანია ველს მენეჯმენტი 2013 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საინტერესო, მომხმარებლის კმაყოფილებაზე გათვლილ, ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებულ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას.
ველს მენეჯმენტმა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო ვივა ბაგების მშენებლობა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს 1400 კვ. მ ათვისება. პროექტის საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია 3,800 000 დოლარით.
პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 15 000 კვ.მ -ს. საცხოვრებელი და საზაფხულო ფართებისათვის გამოყოფილია 10 000 კვ.მ.

საცხოვრებელი კომპლექსი ასევე მოიცავს ორდონიან მიწისქვეშა ფარეხს, რომელიც განკუთვნილია 60 ავტომანქანისათვის.
ვივა ბაგები ეს არის კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში . კომპლექსი 25%-მდე ენერგოეფექტურია - რასაც განაპირობებს ენერგოდამზოგავი სამშენებლო ნატურალური თიხის აგური, რომელიც ხელს უწყობს ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური სიგრილის შენარჩუნებას.

ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრები, შვეიცარული ,,შინდლერის’’ ლიფტი და ორმაგი შუშის აივნები დამატებით კომფორტს უქმნის მობინადრეებს.

ამჟამად დასრულებულია მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობა და შავი კარკასის სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტის გათეთრკარკასება, ფასადის მოპირკეთება და ელექტრო კომუნიკაციების დასრულება.
კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2018 წლის სექტემბერი.