“D9” – „ქალაქი ქალაქში“ ახალი, უპრეცედენტო საცხოვრებელი კომპლექსი.

“D9” – „ქალაქი ქალაქში“ ახალი, უპრეცედენტო საცხოვრებელი კომპლექსი.
“D9” – „ქალაქი ქალაქში“ ახალი, უპრეცედენტო საცხოვრებელი კომპლექსი.

კომპანია  „Wealth Management“-მა დუბაიში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დროს დააანონსა ახალი,უპრეცედენტო პროექტი. “D9”-ის მშენებლობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაიწყო.

ახალი მშენებლობის დაწყებამდე ტერიტორია შეისწავლეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა. ჩატარდა ჰაერში ჟანგბადის, აზოტისა და მტვრის ნაწილაკების შემცველობის განმსაზღვრელი გამოკვლევები. სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ დაიწყო ტერიტორიის დამუშავება მშენებლობისთვის.

ადგილი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. კომპლექსი ცენტრალური გზიდან მოშორებული იქნება, რაც განაპირობებს მყუდრო გარემოს. ტერიტორია იქნება სრულად გამწვანებული, მოეწყობა რეკრეაციული ზონები და ასევე პირადი ბულვარი, რომელიც დაცული უმაღლესი დაცვის სისტემით.

ტერიტორიაზე აშენდება ექვსი ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა და ერთი აპარტ ოტელის ტიპის კორპუსი. პროექტის კონცეპტიდან გამომდინარე, სასტუმროს ტიპის შენობა იქნება ხუთვარსკვლავიანი სისტემით აღჭურვილი.

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც „D9“-ს  ყველა სხვა პროექტისგან გამოარჩევს, არის ის, რომ მშენებლობა დაიგეგმა უპრეცედენტოდ. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს 15 მეტრიანი ლიმიტი, რაც ნიშნავს, რომ არასდროს ტერიტორიაზე 15 მეტრზე მაღალი შენობა არ აშენდება.

 კერძო საპარკინგე ტერიტორიასთან ერთად იქნება ადგილი ველოტრანსპორტისთვის. დაიგება ველო ბილიკები. ბულვარში აშენდება მოსასვენებელი ადგილები, კორტები, ფეხბურთს მოედანი და გასართობი სკვერები.

ტერიტორია გამოირჩევა კარგი სამეზობლო სოციუმით. გარშემო მცხოვრები უცხო ქვეყნის დიპლომატების საზოგადოება განაპირობებს უსაფრთხო და საქმიან გარემოს .
 პროექტის კონცეპტი სრულად შემუშავებულია კომპანიის უცხოელი პარტნიორების მიერ და იძლევა უსაფრთხოების, სიმშვიდისა მყუდროების გარანტს.