იდეალური საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის!

იდეალური  საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის!
იდეალური საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის!

ველს მენეჯმენტმა 2017 წელს 4 200 000 დოლარის ინვესტიციით დაიწყო სქაი ისანის მშენებლობა.
კომპანია „სქაი ისანი“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, კომფორტულ, დახვეწილი დიზაინის მქონე თანამედროვე და ამავდროულად რეტრო სტილის საცხოვრებელ კომპლექსს.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ხარისხს, მაღალკვალიფიციურ კადრებს და ნოვატორული სისტემების გამოყენებას ყველა ეტაპზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომფორტული და დახვეწილი დიზაინის შექმნაზე, ზრუნავენ წამყვანი ქართველი და უცხოელი არქიტექტორ-დიზაინერები.

პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 16 500 კვ.მ -ს. საცხოვრებელი და საზაფხულო ფართებისათვის გამოყოფილია 12 000 კვ.მ.

“სქაი ისანი” არის თხუთმეტ სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც განთავსებულია 160 ბინა და დახურული ავტოფარეხი 50 მანქანისათვის.

გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის პროექტების მენეჯერთან ბ-ნ თორნიკე ონაშვილთან:

რა ეტაპზეა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე, სწორედ ამიტომ მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის მასალებით. ხაზგასასმელია, ისიც რომ მშენებლობის ხარჯები წინასწარ სრულად დაფინანსებულია, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტი ექსპლუატაციაში შევა დაგეგმილ ვადაში (2019 წლის აპრილში). კომპლექსი არის 15 სართულიანი და აერთიანებს 160 საცხოვრებელ ფართს. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია, დაწყებულია „ა“ ბლოკის მე - 15 სართულის მშენებლობა და „ბ“ ბლოკის ფუნდამენტური სამუშაოები.

რა დამატებით პირობებს სთავაზობს კომპანია მომხამრებელს?
კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ისანში ბაღდათის ქუჩაზე გათვლილია საშუალო ფენაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვერგებით მომხამრებლის ინტერესს. ბინები ბარდება შავი და თეთრი კარკასით, ასევე პრაიმ ან სრული რემონტის კონდიციით. კომპანიაში მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება და გადახდის მოსახერხებელი გრაფიკი. ყველას, ვისაც სურს შეიძინოს ბინა და იცხოვროს კომფორტულად მაშიმ - Sky ისანი იდეალური არჩევანია.