უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა
უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

 “Wealth Management“-მა  კომპანია “Sky Development” -თან ერთად უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა.  სიმპოზიუმი ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო მოვლენად ითვლება, რომელიც უძრავი ქონების და საფინანსო სექტორების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებას დაესწრო 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.  გამოფენაზე გაიმართა ბიზნეს შეხვედრები და აუქციონი. ასევე განიხილეს ახალი მსოფლიო  ტენდენციები ბიზნეს სექტორის კუთხით. გამოფენას 20,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.   
აბუ დაბიში ბიზნეს შეხვედრების დროს კომპანია “Wealth Management”-მა  დააანონსა ახალი,უპრეცედენტო პროექტი “D9”, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ინვესტორების ინტერესიც გამოიწვია.