Smart house- სახლი, რომელსაც შენი ესმის

Smart house- სახლი, რომელსაც შენი ესმის
Smart house- სახლი, რომელსაც შენი ესმის

 Smart house- სახლი, რომელსაც შენი ესმის
 
 „ველს მენეჯმენტი“ წარმოგიდგენთ ინოვაციურ კომპანიას „KNOWHOW“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო ე.წ. „ჭკვიანი სახლების“ ინსტალაციაა.           
   კომპანია “KNOWHOW”  ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ ეტაპზე თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა:  DREAM LAND OASIS, ANT, CAPITAL 31 და SKYDEVELOPMENT.  
    აკონტროლე ნებისმიერი ტექნიკა , განათება , აუდიო სისტემა , საშხაპე , ავტოფარეხის კარი ან თუნდაც, გაზონის სარწყავი, ტელეფონზე თითის ერთი დაჭერით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
   ჭკვიანი სახლი დაიმახსოვრებს თქვენს ჩვევებს და დროის განრიგს, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი მითითებების გარეშე შეასრულებს თქვენს სურვილებს.
  გარდა ამისა, ის გეხმარებათ გადასახადების შემცირებაში. ჭკვიანი სახლი  ავტომატურად აკონტროლებს ტემპერატურას, ელექტრო ენერგიის გამოყენებას და სახლიდან გასვლის შემთხვევაში, თიშავს ყველა ტექნიკას, რომელიც ზედმეტ ენერგიას მოიხმარს.
  სახლის ერთ-ერთი უპირატესობაა „ჭკვიანი მტვერსასრუტი“. ის იმახსოვრებს სახლის სტრუქტურას, ადგილებს სადაც მეტი მტვერი გროვდება და სრულად ასუფთავებს ტერიტორიას. თქვენ შეგიძლიათ მისი ენერგიის წყარო ( დამტენი ) მოათავსოთ ერთ კონკრეტულ ადგილას, ხოლო როდესაც მტვერსასრუტი „მიხვდება“, რომ სჭირდება ენერგია თავად მივა იმ ადგილას და აღიდგენს ენერგიას.