კაპიტალ 31

კაპიტალ 31
კაპიტალ 31

   “Wealth management”-ის ინტერესის სფეროს, სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაც წარმოადგენს.
 ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით მუშაობს არის „კაპიტალ 31“, რომელიც  2014 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებებია: სისტემური ვიდეო მეთვალყურეობის მონტაჟი,უსაფრთხოების სისტემების გაყიდვა და შესაბამისად მისი კონტროლი. 
 კომპანია დაარსების დღიდან ჩართულია ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორც მაღალ, ისე დაბალ სიხშირეზე და ბაზარზე წამყვანი პოზიცია უჭირავს. მის საქმიანობაში მთავარი როლი კომპანიის პროგრამისტების მიერ პირველი ქართული, უნივერსალური სატელევიზიო, საკაბელო სადგურის შექმნამ ითამაშა, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე დღემდე არ არსებობს. პარალელურად, კომპანიის კვალიფიციური კადრები გადამზადებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადიოდნენ, უსაფრთხოებისა და მართვის სისტემების იმპლემენტაციის და ოპტიმიზაციის სფეროებში. კომპანიამ ოთხი წლის მანძილზე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი.  
   „კაპიტალ 31“-მა განახორციელა სამი მასშტაბური პროექტი უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მსგავსი პროექტები განხორციელდა ბათუმში, თელავში, ყვარელსა და ქუთაისში.  
  დღემდე ჩვენი გუნდი წარმატებით თანამშრომლობს "აჭარა ჰოლდინგ გრუპთან". ასევე ჩვენი უნივერსალური საკაბელო, ტელევიზიის სათაო სადგურები არის ცენტრალურ სადგურებად გამოყენებული საქართველოს ტერიტორიაზე მათ შორის ბათუმში, თელავში, თბილისსა და  ქუთაისში.