მსოფლიო ჩემპიონები

მსოფლიო ჩემპიონები
მსოფლიო ჩემპიონები

ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეები გლდანში, სპროტის ფედერაციის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. ჭრებალოდან მას შემდეგ გადმოვიდნენ, რაც აქტიური ვარჯიში და მოსამზადებელი წრთვნები დაიწყეს. როგორც იცით, მათ მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს ჭიდაობაში. საქართველოში ძმებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

მშობლიურ მხარეშიც დიდი ემოციებით შეხვდნენ და ჭრებალოს სპორტულ დარბაზში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. რაჭაში მათი სახელობის დარბაზი გახსნეს და იქვე გაჟღერდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ ძმებს თბილისში ბინას გადასცემდნენ.
რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინიციატივით და შუამდგომლობით კომპანია „ველს მენეჯმენტი“ ძმებს ოროთახიან ბინა გადასცემს „სქაი ისანში“. ამის შესახებ, განცხადება დეპუტატმა ჭრებალოს სპორტულ დარბაზში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე გააკეთა, თუმცა, პოლიტიკური ციებ-ცხელებიდან გამომდინარე , ბინის გადაცემის ცერემონია ახალ წელს დავამთხვიეთ.