კომპანია ემიგრანტებისთვის

კომპანია ემიგრანტებისთვის
კომპანია ემიგრანტებისთვის

უკვე სამი წელია "ველს მენეჯმენტი" და მისი წევრი კომპანია “სქაი დეველოპმენტი” საბერძნეთში ემიგრანტებისთვის გამართული ღონისძიებების ოქროს სპონსორია. ამ დროის მანძილზე კომპანიის მხარდაჭერით ათენში არაერთი კონცერტი გაიმართა, მათ შორის „ერისიონისა“ და მომღერალ ლელა წურწუმიას საღამოები.
2018 წლის 24 ივნისს ანსამბლ “ერისიონის” მიერ, ქალაქ ათენში გამართული გრანდიოზული კონცერტის გენერალური სპონსორი „სქაი დეველოპმენტი“ გახლდათ. ანსამბლმა დაუვიწყარი კონცერტი, ღალაცის ოლიმპიურ სტადიონზე გამართა. შოუ პროგრამას 8 ათასი ადამიანი ესწრებოდა. კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წლის 13 იანვარს კი ათენში საახალწლო კონცერტი გაიმართა „კომედი შოუს“ მსახიობების,პაატა თედიაშვილის და გიორგი შალვაშვილის მონაწილეობით. “სქაი დეველოპმენტი” მადლობას უხდის ემიგრანტებს და სამომავლო ღონისძიებებშიც მათ გვერდით იქნება. კომპანია ყოველთვის ახერხებს, ყურადღება არ მოაკლოს ემიგრანტებს და თავი მშობლიურ გარემოში აგრძნობინოს.