ველს მენეჯმენტის პროექტი - "დემაქს ონიაშვილი N 23"

ველს მენეჯმენტის პროექტი -
ველს მენეჯმენტის პროექტი - "დემაქს ონიაშვილი N 23"

ველს მენეჯმენტის ერთ-ერთი პროექტი „დემაქს ონიაშვილი N 23“ ექვს სართულიანი - ოც ბინიანი საცხოვრებელია, რომელიც რვა თვის განმავლობაში შენდებოდა და ექსპლუატაციაში 2016 წლის მაისში შევიდა.

გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი მდებარეობს დედაქალაქის პრესტიჟულ ადგილას, დამატებით უპირატესობას სძენს შუშის აივნები და ტერასები. პარკინგი რომელიც გათვლილია 12 მანქანაზე, განთავსებულია -1 სართულზე.

“Demax Group”- მა აღნიშნული პროექტის განხორციელებისას  განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ხარისხიანი და ნატურალური მასალის გამოყენებას, ამიტომ შენობა აშენებულია პერლიტის თბოსაიზოლაციო ბლოკით.  პროექტის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 950 000 დოლარს.